2024-07-23
პროგრესმა Cognia-ს აკრედიტაცია მიიღო
ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა პროგრესმა Cognia-ს ამერიკული აკრედიტაცია მიიღო. Cognia-ს -ს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა სკოლაში განათლების ხარისხი მაღალი ქულებით შეაფასეს.
აკრედიტაცია ადასტურებს, რომ პროგრესში განათლების მიღება Cognia -ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია და პროგრესელებისთვის ჩვენი გუნდი ქმნის უსაფრთხო და მზრუნველ სასწავლო გარემოს.
Cognia მსოფლიოში აღიარებული მააკრედიტირებელი ინსტიტუციაა და მისი აკრედიტაცია ნიშნავს განათლების ხარისხის Cognia-ს უმაღლესი სტანდარტების დაცვას.