კონფერენციები
22 წლიანი ისტორიის მანძილზე სკოლა პროგრესი ყოველთვის იყო საეთაშორისო პროექტების განხორციელებისა და კონფერენციების ჩატარების ინიციატორი.
2021 წლის 27 პროგრესის ორგანიზებით ჩატარდა სკოლის ხელმძღვანელთა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე "სკოლის ციფრული მართვისა და დისტანციური სწავლების გამოწვევები და უპირატესობები“.
ონლაინ კონფერენცია „Zoom“ პლატფორმის საშუალებით ჩატარდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ განათლების სამინისტროს, ხარისხის განვითარების ცენტრის, მასწავლებელთა სახლის, რესურსცენტრების, საგანმანათლებლო სფეროს ასოციაციების, სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ სკოლა პროგრესის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან და პოლონეთიდან. ონლაინ კონფერენცია ქართულ და ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმანით მიმდინარეობდა.
დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და სკოლის ციფრული მართვის შესახებ მოხსენებით 21 კერძო და საჯარო სკოლის დირექტორები, დირექტორის მოადგილეები და კათედრის ხელმძღვანელები წარდგნენ. კონფერენციას 100-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, რამდენიმე ათასმა მაყურებელმა კი თვალი ფეისბუქ „ლაივის“ მეშვეობით ადევნა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები ერთ დოკუმენტად შედგა და ყველა მონაწილეს გაეგზავნა. მომხსენებლებს პროგრესისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
კონფერენციის მიზანი იყო სკოლის ხელმძღვანელ პირებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სკოლის მართვის და დისტანციური სწავლების საუკეთესო, წარმატებული პრაქტიკის გაზიარება.
2023 წელს კი ამერიკის საელჩოსთან პარტნიორობით დაიგეგმა და განხორციელდა ესეების კონკურსი თემაზე „ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი". კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა X, XI და XII კლასების საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს. პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ამერიკის საელჩომ სერტიფიკატებით დააჯილდოვა, ხოლო სკოლა პროგრესი-სგან მიიღეს American High School (AP) პროგრამის კურსზე სრული დაფინანსება. პირველ ადგილზე გასული ესეს ავტორი კი 2023 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს კონფერენციაზე „CHANGE THE WORLD - MODEL UN CONFERENCE” გაემგზავრა. კონკურსი სკოლა პროგრესის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ესეების კონკურსი 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერების ხსოვნას მიეძღვნა. მისი მიზანი მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია იყო.
2024 წელს პროგრესის ორგანიზებითა და ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა თემაზე “მასწავლებლები მასწავლებლებისთვის, პროგრესული მომავლისთვის“. კონფერენციაში ქართველი და უცხოელი პედაგოგები მონაწილეობდნენ. მომხსენებლებმა კოლეგებს პრაქტიკული და თეორიული გამოცდილებები გაზიარეს, ჩატარდა მასტერკლასი. კონფერენციის მიზანი საუკეთესო პედაგოგიური/საგანმანათლებლო პრაქტიკის, მეთოდების, იდეების, აზრების ურთიერთგაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება იყო.