დებატ კლუბი
დებატების კლუბი აერთიანებს მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან არგუმენტირებული მსჯელობის და კრიტიკული აზროვნების განვითარებით. კლუბის ჯგუფური შეხვედრების საშუალებით, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გამოხატონ საკუთარი აზრები, ისაუბრონ აქტუალურ თემებზე, მიიღონ მხარდაჭერა და უკუკავშირი, რაც დაეხმარება მათ დებატებში წარმატებით მონაწილეობაში.
კლუბის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ:
- კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას;
- ლოგიკურ და არგუმენტირებულ მსჯელობას, რათა შეძლონ საკუთარი აზრის დამაჯერებლად გამოთქმა;
- ეფექტიანი კითხვა-პასუხის წარმართვას, რაც აძლევს მათ საშუალებას დებატებში აქტიურად ჩართვისა და ოპონენტების კითხვებზე სწორად პასუხის გაცემას;
- პრეზენტაციასა და საჯარო გამოსვლას;
- მოსმენის კულტურას;
- გუნდურ მუშაობასა და თანამშრომლობას;
- ორგანიზებულობას;
დებატებში მონაწილეობით ახალგაზრდები სწავლობენ:
- მცირე დროში დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავებას და მის შესაბამისად გამოყენებას;
- სასაუბრო დროის რაციონალურად გამოყენებას, რათა შეძლონ თავიანთი აზრის მაქსიმალურად ეფექტურად გამოთქმა;
- თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და მის დასაბუთებას რეალური მაგალითებით;
- საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვას, რაც აძლევს მათ თავდაჯერებულობას და ორატორულ უნარებს;
- განსხვავებული აზრის პატივისცემას, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული დისკუსიების წარმართვაში;