ბრენდის ისტორია
“ამერიკული განათლება შენს ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში”
პროგრესი 22 წელია თანამედროვე სტანდარტებისა და ინოვაციების მუდმივი დანერგვითა და დამკვიდრებით პოზიციონირებს საგანმანათლებლო სფეროში. პირველი სკოლა ქუთაისში 2002 წელს ნინა ჩიკვაშვილმა დაარსა. ამერიკული განათლების მიღების შესაძლებლობა კი შემდეგ წლებში თბილისსა და ბათუმში შექმნა. პროგრესი გამორჩეული ნარინჯისფერი ლოგოთია ცნობილი, რომელიც მზის, ენერგიის, წარმატების, სიცოცხლის ძალების თანხვედრას და ასოციაციას იწვევს. ლოგოზე დატანილი პირამიდა წარმატებული კურსდამთავრებულების მარკერია, რომლის მწვერვალს ბევრი ნიჭიერი პროგრესელი იპყრობს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროგრესში მიღებული ცოდნითა და უნარებით ისინი ხდებიან სხვადასხვა კონკურსისა და პროგრამის საერთაშორისო პრიზიორები, იღებენ დაფინანსებას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებიდან.
დღეს პროგრესის ბრენდი ჩვენს ქვეყანაში ცნობილი ინოვაციური საგანმანათლებლო დაწესებულებაა და სამივე ქალაქის მასშტაბით 2000-ზე მეტ მოსწავლეს თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის განათლებას სთავაზობს.
ბრენდის მუდმივობა, ასევე, განსხვავებული ნიშა, ბრენდის მიზნისა და არქეტიპის უცვლელობა 22 წელია უწყვეტად ამბობს ხმამაღალ სიტყვას ქართული და ამერიკული განათლების საქმეში.
ბრენდის ზრდასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს პროგრესული გუნდი, რომელმაც შესაძლებელი გახადა შექმნილიყო კერძო სკოლის უნიკალური მოდელი, ორიენტირებული მრავალფეროვან განათლებაზე.
პროგრესი კვლავაც განაგრძობს ზრდასა და განვითარებას. დაგროვილი გამოცდილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლიობა პროგრესს აძლევს უპირატესობას, დაიკავოს ლიდერი პოზიცია და უზრუნველყოს დინამიური ბრენდის შემდგომი განმტკიცება.