სკოლის ისტორია
„ამერიკული განათლება შენს ქალაქში“ – პროგრესის სკოლების ეს სლოგანი უკვე 22 წელია სამ სკოლას აერთიანებს საქართველოს სამ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 22 წელია უწყვეტად ინარჩუნებს ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელს და ასევე, უწყვეტად, მაღალი ხარისხით სთავაზობს მოსწავლეებს ამერიკული სტანდარტისა და ხარისხის განათლებას. შესაბამისი აკრედიტაცია სკოლებს მინიჭებული აქვს ამერიკული საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანოს, Cognia-ს (Advanced) მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრესელებს სკოლის დასრულებისას ორმაგი, როგორც სახელმწიფო, ასევე, ამერიკული (საერთაშორისოდ აღიარებული) ატესტატი გადაეცემა.
გამართულმა და უწყვეტმა აკადემიურმა სწავლებამ, სწავლის სტანდარტისა და ეფექტიანობის კიდევ უფრო მეტად ამაღლებამ, ბაზარზე სანდო და ცნობადი რეპუტაციის შენარჩუნებამ და გაძლიერებამ დამფუძნებელს მისცა მოტივაცია 2015 წელს პროგრესის ფილიალი თბილისში გაეხსნა. მისია აქაც უცვლელი იყო - მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა და ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების ხელშეწყობა.
2014-15 წლიდან „პროგრესს“ ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს „College Board“-ის მიერ მინიჭებული ავტორიზაციით კი უფლება აქვს ადმინისტრირება გაუწიოს შემდეგ პროგრამებს: AP, PSAT, SAT, SAT subjects, ACT, GR აღნიშნული პროგრამების ავტორიზაცია პროგრესელებს საშუალებას აძლევს მოემზადონ ამერიკული წინასაუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და სკოლაშივე ჩააბარონ ის გამოცდები, რომელთაც მსოფლიოს უნივერსიტეტებში კრედიტებად აღიარებენ.
გაცვლითი პროგრამები პროგრესის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სკოლა წლებია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს საგანმანათლებლო ბაზარზე წარმატებით მოღვაწე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტებთან და ინსტიტუტებთან როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. პროგრესს გაფორმებული აქვს მემორანდუმები, საერთაშორისო, ადგილობრივ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან