ბიზნეს განათლების კლუბი
ბიზნესის კლუბი აერთიანებს მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფინანსური წიგნიერებითა და მეწარმეობით. კლუბის შეხვედრებზე ბავშვები სწავლობენ ბიზნეს გეგმის შედგენას, პიარ-კამპანიის წარმოებას, სამიზნე აუდიტორიის სწორად შერჩევას, ბაზრის მინი კვლევის ჩატარებას, კომპანიის მართვას, ორგანიზაციული ქცევის პრინციპებს, სხვადასხვა ლიდერული სტილის გამოყენებას ორგანიზაციის მართვისას, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის წერას, ბიზნეს შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ორგანიზებას, ბიზნეს ტერმინოლოგიას, სიტყვით გამოსვლასა და ეფექტური პრეზენტაციის მომზადება/ჩატარებას, ლოგოს, სლოგანისა და ბრენდის შექმნას.
კლუბის მიზანია თამაშით, რეალური ქეისების გამოყენებით, სიმულაციებით, როლური თამაშებით და პროექტების შექმნით მოსწავლეებმა ისწავლონ:
- მეწარმეობა;
- ორგანიზაციული ქცევა;
- გაყიდვები;
- ადამიანური რესურსების მართვა;
- მარკეტინგი;
- ფინანსების საფუძვლები შესაბამის დონეზე.
კლუბის მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები:
- თავად ქმნიან სტარტაპებს;
- აქვთ ექსკურსიები და თანამშრომლობენ საწარმო-ქარხნებში.