ინგლისური კითხვის კლუბი
ინგლისური კითხვის კლუბი ემსახურება მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას, კითხვის გაუმჯობესებასა და კითხვისადმი ინტერესის გაზრდას. კლუბის ძირითადი მიზანია, მოსწავლეებმა განავითარონ სწორი კითხვის, მსჯელობისა და ანალიზის უნარები, ხოლო ინგლისურად კითხვის უნარის გაუმჯობესება გამოიწვიოს უფრო ფართო ცოდნის შეძენაში.
კლუბის წევრები:
- წლის განმავლობაში კითხულობენ სხვადასხვა მოკლე ნაწარმოებებს, რომლებიც ინგლისურ ენაზეა დაწერილი;
- მსჯელობენ პერსონაჟებსა და სიუჟეტებზე, რაც ეხმარებათ ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში;
- ასრულებენ სხვადასხვა სავარჯიშოებს, რომლებიც მოიცავს ტექსტების ანალიზს და შინაარსის გაგებას;
- ამზადებენ პრეზენტაციებს წაკითხული მასალების შესახებ, რაც ეხმარებათ საჯარო გამოსვლების უნარის გაუმჯობესებაში;
კლუბის მუშაობის განმავლობაში, მონაწილეები:
- განიხილავენ წაკითხულ ნაწარმოებებს, აჯამებენ და იზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებს;
- მონაწილეობენ დისკუსიებში, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაიგონ სხვადასხვა პერსპექტივები და განავითარონ არგუმენტირების უნარი;
- წლის ბოლოს მონაწილეობენ კონკურსში, რომელიც ეხება განვლილ ნაწარმოებებს და მიზნად ისახავს მოსწავლეების კითხვის უნარების შემოწმებასა და წახალისებას.