პროგრესი საზღვრებს მიღმა!
ამერიკაში, ვაშინგტონში დაგეგმილ ყოველწლიურ ღონისძიებას “SelectUSA Investment Summit” პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი, #ნინა_ჩიკვაშვილი დაესწრება.
გლობალური ღონისძიება ინვესტორებს, კომპანიებსა და ინდუსტრიის ლიდერებს, ბიზნეს შესაძლებლობებისა და საერთაშორისო პარტნიორობის დასამყარებლად აერთიანებს.
ღონისძიებაზე პროგრესის ამერიკულ სკოლებს, გენერალურ დირექტორთან ერთად წარადგენს სტრატეგიული პროექტებისა და განვითარების მენეჯერი, ნატალი ჭუმბურიძე.
შტატებში დაფუძნდება პროგრესის სკოლების წარმომადგენელი კომპანია - “Progress World Education”, რომელიც საქართველო-ამერიკის ფარგლებში საგანმანათლებლო რესურსების გაცვლას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, კომპანია სტუდენტებსა და პროფესიონალებს შესთავაზებს პროფესიულ გადამზადებას, გაცვლით პროგრამებს, საერთაშორისო კონფერენციებს, ოლიმპიადებსა თუ გამოფენებს, წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებსა და მრავალ შესაძლებლობას.
მადლობა ამ შესაძლებლობისთვის ამერიკის სავაჭრო პალატასა და ამერიკის საელჩოს!
პროგრესი სცდება საზღვრებს და ჰქმნის გლობალურ შესაძლებლობებს მომავალი თაობისთვის!