დამფუძნებლები
ნინა ჩიკვაშვილი - პროგრესის ამერიკული საერთაშორისო სკოლების (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორია. პირველი სკოლა ქუთაისში 2002 წელს დააფუძნა მთავარი მიზნით - თანამედროვე, ინოვაციური და ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენება სასწავლო პროცესში.
პროგრესი დღეს სამ ამერიკულ სკოლას აერთიანებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 2500-მდე მოსწავლე სწავლობს და 500-ზე მეტი კვალიფიციური მასწავლებელი და პერსონალია დასაქმებული.
ნინა ჩიკვაშვილი განათლების ადმინისტრირების დოქტორია. მას აქვს მაგისტრის ხარისხი გლობალური ბიზნესის მენეჯმენტში (MBA). პროგრესის გენერალური დირექტორი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მეცნიერი (მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი), საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა განათლების საზოგადოების თანათავმჯდომარე (SITE USA), ბიზნეს ლიდერთა ასოციაციის „Women 4 Tomorrow”, ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCHAM Georgia), საქართველოს ბიზნესს ასოციაციის და საქართველო-ისრაელის ბიზნესს ასოციაციის წევრია.
პროგრესის დამფუძნებელი ამერიკულმა ჟურნალმა FORBES-მა აღიარა მსოფლიოს 45 ყველაზე გავლენიან, წარმატებულ მეწარმე ქალს შორის. ნინა ჩიკვაშვილი ასევე არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო განათლების უფლებამოსილი მრჩეველი და საპატიო დელეგატი, ექსპერტი მშვიდობის განათლების მსოფლიო სამიტზე, რამდენიმე საერთაშორისო ლიცენზირებული საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი საქართველოში, მათ შორის TOEFL-ის ცენტრი ამერიკულ საერთაშორისო სკოლებში.