დებატ კლუბი
დებატების კლუბი აერთიანებს მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან არგუმენტირებული მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებით.
ჯგუფური შეხვედრების საშუალებით მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოხატონ საკუთარი აზრი, ისაუბრონ აქტუალურ თემებზე, მიიღონ მხარდაჭერა და უკუკავშირი, რაც აუცილებელია დებატებში წარმატებული მონაწილეობისთვის.
კლუბის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ:
- კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას;
- ლოგიკურ და არგუმენტირებულ მსჯელობას, რათა შეძლონ საკუთარი აზრის დამაჯერებლად გამოხატვა;
- ეფექტური კითხვა-პასუხის წარმართვას, რაც საშუალებას აძლევთ რომ დებატებში აქტიურად ჩაერთონ და ოპონენტების კითხვებზე სწორად უპასუხონ;
- პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლების ხელოვნებას;
- მოსმენის კულტურას;
- გუნდურ მუშაობასა და თანამშრომლობას;
- ორგანიზებულობას;
დებატებში მონაწილეობით ახალგაზრდები სწავლობენ:
- მცირე დროში დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავებას და მის შესაბამისად გამოყენებას;
- სასაუბრო დროის რაციონალურად გამოყენებას, რათა შეძლონ თავიანთი აზრის მაქსიმალურად ეფექტურად გამოთქმა;
- თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და მის დასაბუთებას რეალური მაგალითებით;
- საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვას, რაც აძლევს მათ თავდაჯერებულობას და ორატორულ უნარებს;
- განსხვავებული აზრის პატივისცემას, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული დისკუსიების წარმართვაში;