„ლინგოსთარიდან“ – პროგრესის ამერიკულ პროგრამამდე!
პროგრესი აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათთვის განათლების ახალ ჰორიზონტებს ხსნის!
პროექტ „ლინგოსთართან“
პარტნიორობის ფარგლებში, კონკურსის ყველა მონაწილეს პროგრესის ამერიკული პროგრამის სწავლების 10%-იანი ფასდაკლება, ხოლო ფინალისტებს 50%-იანი გრანტი გადაეცათ.
ეს ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი შეძლებს სწავლა პროგრესში საერთაშორისო სტანდარტების (AP) პროგრამით გააგრძელოს.
პროგრესის ამერიკული პროგრამა საუკეთესო არჩევანია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებიც უმაღლესი განათლებისკენ მიისწრაფიან და წარმატებულ საერთაშორისო კარიერას გეგმავენ. პროგრამის ფარგლებში გაცემული საშუალო განათლების დიპლომი აღიარებულია როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული განათლების დონეზე.
ამერიკული პროგრამით თითოეულ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- საერთაშორისო აკრედიტებული სასწავლო პროგრამა (AP) – კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევაზე დაფუძნებული განათლება.
- უცხოელი და ადგილობრივი კვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეებს აკადემიური და პიროვნული ზრდისთვის ამზადებენ.
- პერსონალური საუნივერსიტეტო მრჩეველი, რომელიც მოსწავლეებს უნივერსიტეტებისა და სწავლის მიმართულებების შერჩევაში ეხმარება.
- საერთაშორისო უნივერსიტეტების აპლიკაციის პლატფორმები – Common App, MaiaLearning და UCAS, რომლებიც მოსწავლეებს აკადემიური და კარიერული პორტფოლიოს შექმნაში და უნივერსიტეტებში განაცხადის მომზადებაში ეხმარება.
- პროგრესი როგორც – Coursera-ს პირველი პარტნიორი სკოლა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში – სთავაზობს მოსწავლეებს წვდომას Princeton, Harvard, MIT, Yale და მსოფლიოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტების კურსებზე (ჩამონათვალი მოიცავს 1000-მდე საერთაშორისო უნივერსიტეტს).
- ფსიქომეტრიული და საორიენტაციო ტესტები, რომლებიც ინდივიდუალურად განსაზღვრავენ მოსწავლისთვის იდეალურ პროგრამას, მიმართულებასა და უნივერსიტეტს.
#პროგრესისშესაძლებლობები
#განათლება #სტიპენდია #პროგრესისამერიკულიპროგრამა #ახალგაზრდებისგანვითარება #CSR #ორმაგიდიპლომი