2025-03-13
პროგრესის ამერიკული სკოლები ევროპის სამეცნიერო კონფერენცია 2025-ზე!
პროგრესის სკოლების თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის გუნდები გაემგზავრნენ საბერძნეთში, სადაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ EUROMATH & EUROSCIENCE 2025 კონფერენციაზე, რომელიც 12-16 მარტს სალონიკში იმართება.
მოსწავლეები წარადგენენ თემებს მეცნიერებაში, რობოტიკასა და ინჟინერიაში და ჩაერთვებიან სხვადასხვა კონკურსში 9-18 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის.
კონფერენციას მასპინძლობს კვიპროსის მათემატიკური საზოგადოება და თალესის ფონდი, ევროპის მათემატიკურ საზოგადოებასთან (განათლების კომიტეტთან) თანამშრომლობით.
STEM კომპეტენციების განვითარება და საერთაშორისო გამოცდილება – ეს არის პროგრესი!