progresstbilisi.ge
ისტორია

ისტორია

2000-იანი წლების დასაწყისში, როგორც სტარტაპი, "პროგრესი" თავიდანვე ფოკუსირებული იყო მდგრად განვითარებასა და ინოვაციაზე. სკოლამ გაანალიზა ბაზრის მოთხოვნა მაღალი ხარისხის როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო განათლების მიწოდებაზე, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე სასწავლო მეთოდებზე, ტექნოლოგიურ პროცესებზე და პროფესიონალ მასწავლებლებზე.

სკოლა ლიცენზირებულია როგორც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ასევე აკრედიტირებულია ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს მიერ, რაც მოიცავს საერთაშორისო სასწავლო (ამერიკული პროგრამა) და გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამებს (AP, PSAT, SAT, ACT). “პროგრესის” სკოლების ამერიკული სასწავლო პროგრამა სრულად K-12 საფეხურზე (სკოლამდელი განათლებიდან საშუალო განათლების ჩათვლით) აკრედიტებულია მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო მაკრედიტირებელი COGNIA-ს ინსტიტუციით. რაც აძლევს უფლებამოსილებას უზრუნველყოს K-12 საფეხურის ქართულ-ამერიკული ინტეგრირებული განათლება და გასცეს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღიარების მქონე ორმაგი დიპლომი.

22 წლის განმავლობაში "პროგრესი" მუდმივად ვითარდებოდა, აყალიბებდა თავის უნიკალურ ნიშას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქართულ, ამერიკულ და საერთაშორისო განათლების სფეროში. სკოლამ ჩამოაყალიბა საგანმანათლებლო მიდგომა, რომელიც არა მხოლოდ მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს უწყობს ხელს, არამედ მათ პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო მიღწევებს უზრუნველყოფს.

"პროგრესის" კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ განათლებას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და წარმოადგენენ მომავალი თაობის ლიდერებს. მათი შედეგები ადასტურებს სკოლის მიერ შეთავაზებული განათლების მაღალ ხარისხსა და უნიკალურობას. სკოლას 3000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით და საგრანტო პროგრამებით ირიცხება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტებში, მათ შორის:

  • University of San Diego
  • Stanford University
  • University of Chicago
  • The Hague Academy of International Law
  • Constructor University Germany
  • Frankfurt School of Finance & Management
  • Charles University
  • New Jersey Institute of Technology
  • Greenwich University in London
  • Technological University Dublin
  • Technical University of Munich
  • Trinity College Dublin
  • Schiller International University
  • University of Toronto Scarborough და სხვ.

პროგრესის ამერიკული სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ექსპანსია 

ამერიკული განათელბის მოთხოვნის ზრდასთან ერთად პროგრესმა

"პროგრესმა" საგანმანათლებლო ბაზარზე ხარისხიანი განათლების მოთხოვნის ზრდასთან ერთად პარალელურად განახორციელა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა უზრუნველეყო სასწავლო კონცეფციის თანამედროვე სტანდარტებთან გარემოს შესაბამისობა და გააფართოვდა როგორც რეგიონში ისე ინფრასტრუქტურულად

  • 2015 წელი – ბათუმის ფილიალის გახსნა;
  • 2016 წელი – ქუთაისის ფილიალის საერთაშორისო სტანდარტის კამპუსის მშენებლობა (850 მოსწავლეზე გათვლილი);
  • 2017 წელი – თბილისის ფილიალის გახსნა;
  • 2020-2022 წლები – ბათუმის ახალი სასკოლო კამპუსის მშენებლობა (1000 მოსწავლეზე გათვლილი), პარტნიორობით "ანაგისთან";
  • 2025-2027 წლები – თბილისში, დიღომში, ულტრათანამედროვე სასკოლო კამპუსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ოლიმპიური სტანდარტის სპორტულ მოედნებს, აუზს, სამეცნიერო ლაბორატორიებსა და ბოტანიკურ ბაღს. სკოლა გათვლილი იქნება 1,200 მოსწავლესა და 280 საბავშვო ბაღის აღსაზრდელზე;
  • 2026-2028 წლები – საუნივერსიტეტო კოლეჯისა და Boarding School-ის გახსნა, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული საშუალო განათლების, პროფესიული სასწავლებლისა და საუნივერსიტეტო სკოლის ინტეგრირებას.

"პროგრესი" 23 წელია ლიდერია განათლების სფეროში. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ საგანმანათლებლო ევოლუციის ახალი სტანდარტი, რომელიც აერთიანებს ინოვაციას, საერთაშორისო აღიარებასა და მოსწავლისთვის მორგებულ პერსონალიზებულ მიდგომას. ჩვენთან პარტნიორობა ნიშნავს გრძელვადიან თანამშრომლობას, რომელიც მომავალი თაობების განვითარებას ემსახურება.

"პროგრესი" განაგრძობს განათლების სფეროში ინოვაციებისა და განვითარების ახალი სტანდარტების დანერგვას. ჩვენი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და გრძელვადიანი ხედვა უზრუნველყოფს არამარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის გაუმჯობესებას. ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ მომავალ თაობებს საუკეთესო განათლება, რომელიც გაუხსნის მათ კარი წარმატებისა და ლიდერობისკენ.

პროგრესი ქუთაისში

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის პირველი კამპუსი 2002 წელს, ქუთაისში გაიხსნა. თანამედროვე მიდგომებითა და სტანდარტებით შექმნილი სკოლის იდეა ნინა ჩიკვაშვილს ეკუთვნის.

სასწავლო გეგმის მიხედვით პროგრესი პირველი კერძო სკოლა იყო დასავლეთ საქართველოში, რომელიც ხელს უწყობდა ინგლისურის, როგორც მეორე ენის სწავლებას, აგრეთვე მათემატიკისა და მეცნიერების ინგლისურ ენაზე სწავლებას. STEM საგნების ინგლისურ ენაზე შესწავლის პირველობაც სწორედ სკოლა პროგრესს ეკუთვნის. ამჟამად სკოლაში 800 მოსწავლე ირიცხება.

პროგრესი ბათუმში

პროგრესის ბათუმის ფილიალი 2016 წელს ოფიციალურად გაიხსნა. 2022 სასწავლო წელი კი ახალ კამპუსში განახლდა. 800 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე, ამერიკული სტანდარტის კამპუსი მოწყობით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ინფრასტრუქტურით, აჭარის რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებაა. პროგრესი დასავლეთ საქართველოში პირველი საერთაშორისო, ზოგადსაგანმანათლებლო, წინასაუნივერსიტეტო სწავლების სკოლაა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს განათლების უწყვეტ კავშირს უმაღლეს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და ამის გარანტიას პროფესიონალთა გუნდი და მრავალფეროვანი პროგრამები იძლევა.
პროგრესის ყველა ფილიალში და მათ შორის ბათუმშიც სწავლება ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით მიმდინარეობს. შესაბამისად, კურსდამთავრებულებს ქართულთან ერთად ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი გადაეცემათ. 

პროგრესი თბილისში

გამართულმა და უწყვეტმა აკადემიურმა სწავლებამ, სწავლის სტანდარტისა და ეფექტიანობის კიდევ უფრო მეტად ამაღლებამ, ბაზარზე სანდო და ცნობადი რეპუტაციის შენარჩუნებამ და გაძლიერებამ დამფუძნებელს მისცა მოტივაცია, რომ 2015 წელს პროგრესის ფილიალი თბილისში გაეხსნა. მისია აქაც უცვლელი იყო - მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა და საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების ხელშეწყობა.