2024-05-30
2024 წლის საუკეთესო მეწარმეობის მასწავლებელი - ნანა კუპრეიშვილი
Junior Achievement Georgia-ს სამეწარმეო განათლების ფესტივალზე 2024 წლის საუკეთესო მეწარმეობის მასწავლებლის ტიტული ქუთაისის პროგრესის მასწავლებელმა - ნანა კუპრეიშვილმა მიიღო.
პრიზი ყოველწლიურად იმ მეწარმეობის მასწავლებლებს გადაეცემათ, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობენ სამეწარმეო განათლების პოპულარიზაციას და მოსწავლეებს აძლევენ მოტივაციას, იყვნენ ინოვატორები.
ნანა უკვე 6 წელია პროგრესში მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის. მისი მენტორობით მოსწავლეთა არაერთი წარმატებული კომპანია შექმნილა.