Progressives at the International Teachers' Conference!
გერმანული ენის საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “გაბედე მრავალფეროვნება - გერმანულთან ერთად” -
ქალაქ ლიუბეკში ჩატარდა. ღონისძიებას პროგრესის ქუთაისისა და ბათუმის სკოლების აღმასრულებელი დირექტორი, გერმანული ენის სერტიფიცირებული მენტორი, გოეთეს უნივერსიტეტის სამგზის სტიპენდიანტი, ნათია კილაძე დაესწრო, რომელიც პრეზენტაციის წარსდგა აუდიტორიის წინაშე. მას DAG Deutsche Auslandsgesellschaft e.V. (DAG)გერმანიის საგარეო ურთიერთობების საზოგადოებისგან სტიპენდია გადაეცა.
მასშტაბურ კონფერენციზე იმყოფებოდა გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრები და პროგრესის მასწავლებლები დარინა ართმელაძე და ნათია ჯანჯღავა. პროგრესელები პრეზენტაციებით წარსდგნენ მსმენელების წინაშე. ერთი წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელებული პროექტისთვის დარინა ართმელაძემ სტიპენდია მიიღო. საერთაშორისო დონის კონფერენციაზე 112-ზე მეტი ქვეყნის 2,766 სპეციალისტი იმყოფებოდა.
კონფერენციის მიზანი იყო სწავლების უახლესი მეთოდებისა და მიდგომების, ასევე, ახალი გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
მასშტაბური კონგრესი 4 წელიწადში ერთხელ იმართება.