პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო!
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/Rz5WqT2CK1Ft4FUT7
პროგრესელებს I კლასიდან ვთავაზობთ ამერიკული და ქართული პროგრამების არჩევის შესაძლებლობას. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კი კურსდამთავრებული ღებულობს ორმაგ - ეროვნულ და საერთაშორისო დიპლომს.
პროგრესის საერთაშორისო სასწავლო პროგრამა აკრედიტებულია მსოფლიოში აღიარებული მაკრედიტირებელი ინსტიტუციის, COGNIA-ს მიერ, რაც სკოლას აძლევს უფლებამოსილებას განახორციელოს K-12 საფეხურის ქართულ-ამერიკული ინტეგრირებული განათლება და გასცეს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღიარებული ორმაგი დიპლომი.
