2025-03-19
პროგრესის მოსწავლეთა თვითმმართველობის საქველმოქმედო ინიციატივა!
განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც ჩვენი სკოლის მოსწავლეების სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შესრულებული მორიგი აქტივობა მსგავს მადლობას იღებს თანატოლებისგან!
SOS ბავშვთა სოფლის მადლობა პროგრესის სკოლას: “თქვენი მოსწავლეების უანგარო საქციელი და გულწრფელი ზრუნვა აჩვენებს, რომ ახალგაზრდა გულებს შეუძლიათ დიდი სასწაულების მოხდენა და ნამდვილი სინათლის შეტანა სხვების ცხოვრებაში.”
პროგრესის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მორიგი საქველმოქმედო ინიციატივით, წარმატებით განხორციელდა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც მარკეტსა და საჭირო ნივთების შეგროვებას მოიცავდა!