2022-02-17
"პროგრესში" ეკო კლუბის ფარგლებში გარემოზე ზრუნვის აქცია დავიწყეთ! აქციის ფარგლებში პროგრესის მასწავლებლები და მოსწავლეები სპეციალურ ყუთებში მოათავსებენ პლასტმასის ბოთლებსა და თავსახურებს, რომლებსაც შევაგროვებთ და გადავცემთ ქართულ სტარტაპ "ტენეს".
"ტენე" პირველი ქართული და ამავდროულად მსოფლიოში პირველი “მწვანე” USB კაბელია, რომელიც მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და მიზნად გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა აქვს დასახული. აქციის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და თანამშრომლობის გაღრმავება - ექსკურსია საწარმოში, ეკო ბიზნესის პოპულარიზაცია მოსწავლეებში და სხვა.
მისამართი
ქ.თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #39
სამუშაო საათები
ორშ-პარ: 10:00 - 18:00
Contact Information
+995 574 107 747 tbilisiinfo@schoolprogress.ge- News