სკოლის გაზეთი
სკოლის გაზეთი აერთიანებს მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჟურნალისტიკის, წერისა და მედიის სხვადასხვა ასპექტებით. ჯგუფური შეხვედრების საშუალებით, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გამოხატონ საკუთარი აზრები, ისაუბრონ აქტუალურ თემებზე, მიიღონ მხარდაჭერა და უკუკავშირი, რაც დაეხმარება მათ სკოლის გაზეთის ხარისხიანად მომზადებაში.
კლუბის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ:
- ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპების გამოყენებას, სტატიების დაწერას გაზეთისთვის;
- რედაქტირების და სტილისტიკური მახასიათებლების დახვეწას;
- ინტერვიუების აღებას და ინფორმაციის დამუშავებას;
კლუბის მიზანია, მონაწილეებმა ჯგუფური შეხვედრების, დისკუსიებისა და პრაქტიკული აქტივობების საშუალებით განივითარონ:
- წერითი უნარები და სტილისტიკური ცოდნა;
- ჟურნალისტური ეთიკის დაცვა და ობიექტურობის შენარჩუნება;
- კომუნიკაციის და ინტერვიუს უნარები, რაც საშუალებას აძლევს მათ ეფექტურად ესაუბრონ რესპონდენტებს;
- გუნდური მუშაობის უნარები, რაც აუცილებელია საერთო მიზნის მისაღწევად;
კლუბის მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები:
- ღია დისკუსიებისა და ჯგუფური აქტივობების საშუალებით სწავლობენ ახალი ამბების გაშუქებასა და სტატიის შექმნას;
- მუშაობენ პირადი და ჯგუფური პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს გაზეთის სხვადასხვა სექციების მომზადებას;
- უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და იღებენ მხარდაჭერას ჯგუფის სხვა წევრებისგან.