ფსიქოლოგიის კლუბი
ფსიქოლოგიის კლუბი აერთიანებს მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფსიქოლოგიის სხვადასხვა ასპექტებით და სურთ მეტი გაიგონ ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. კლუბის ჯგუფური შეხვედრების საშუალებით, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გამოხატონ საკუთარი ემოციები, ისაუბრონ გამოწვევებზე, მიიღონ მხარდაჭერა და უკუკავშირი, რაც დაეხმარება ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებაში.
კლუბის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ:
- გეშტალტთერაპიას და მისი ძირითადი პრინციპების გამოყენებას ცხოვრებაში;
- არტ თერაპიას, როგორც თვითგამოხატვისა და ემოციების დამუშავების მეთოდს;
- ემოციური ინტელექტის განვითარებას, რაც მოიცავს ემოციების ამოცნობას, გაგებას და მართვას;
- კომუნიკაციისა და უკუკავშირის მიცემის ეფექტურ მეთოდებს, რათა შეძლონ საკუთარი აზრების და გრძნობების სწორი გამოხატვა;
- სტრესის რეგულაციის სტრატეგიებს, რომლებიც ეხმარებათ სტრესულ სიტუაციებში თვითკონტროლის შენარჩუნებაში;
კლუბის მიზანია, მონაწილეებმა ჯგუფური შეხვედრების, დისკუსიებისა და პრაქტიკული აქტივობების საშუალებით განივითარონ:
- თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის მიმართ ნდობა;
- ემოციების მართვის უნარები, რაც ეხმარებათ საკუთარ ემოციებზე კონტროლის შენარჩუნებაში;
- სტრესის რეგულაციის უნარები, რაც საშუალებას აძლევს მათ უკეთ გაუმკლავდნენ სტრესულ სიტუაციებს;
- სწორი კომუნიკაცია, რომელიც მნიშვნელოვანია ეფექტური ურთიერთობებისთვის.
- კლუბის მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები:
- ღია დისკუსიებისა და ჯგუფური აქტივობების საშუალებით სწავლობენ საკუთარი და სხვების ემოციების გამოხატვას;
- მუშაობენ პირადი და ჯგუფური პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს საკუთარი უნარების გაუმჯობესებას;
- უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და იღებენ მხარდაჭერას ჯგუფის სხვა წევრებისგან.