დამფუძნებლები
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი - თბილისის დამფუძნებელია ნინო ჩიკვაშვილი, განათლების ადმინისტრირების დოქტორი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი (მონტანა, სახელმწიფო უნივერსიტეტი), აშშ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა განათლების საზოგადოების თანათავმჯდომარე, ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCAM GEORGIA) წევრი, სკოლა პროგრესის ქსელის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი.
გამართულმა და უწყვეტმა აკადემიურმა სწავლებამ, სწავლის სტანდარტისა და ეფექტიანობის კიდევ უფრო მეტად ამაღლებამ, ბაზარზე სანდო და ცნობადი რეპუტაციის შენარჩუნებამ და გაძლიერებამ დამფუძნებელს მისცა მოტივაცია 2015 წელს პროგრესის ფილიალი თბილისში გაეხსნა. მისია აქაც უცვლელია - მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა და ამერიკული განათლების მიღების შესაძლებლობა საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მიზნით.
პროგრესი დღეს მოსწავლეებს აძლევს თანამედროვე ხარისხის, პროგრესულ განათლებას. ისინი იზრდებიან როგორც თავისუფალი ადამიანები, რადგან განათლება უკვე თავისუფლებაა, ცხოვრება შეზღუდვების გარეშე.
2026 - 2027 წლისთვის დაგეგმილია თბილისის პროგრესის ახალი კამპუსის აშენება, რომლის ინვესტიციაც 10 000 000 ევრო იქნება. სკოლა 1200 სტუდენტის მიღებას შეძლებს. ჩვენი მიზანია თანამოაზრე ორგანიზაციებთან პარტნიორობით და ინვესტიციებით ინოვაციური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა და გაძლიერება.