“ჯეპარდის” სუპერფინალს გამარჯვებული ჰყავს
ამერიკული ინტელექტუალური თამაშის ფინალში პირველ ადგილზე ქუთაისის პროგრესის მოსწავლე, გიორგი კაშია გავიდა
ფინალურ ტურში მონაწილეობდნენ
გიორგი კაშია - ქუთაისი
ლუკა ჟამუტაშვილი - თბილისი
ქეთევან ფუტკარაძე - ბათუმი
გიორგი ჩიხლაძე - ქუთაისი
“ჯეპარდის” სუპერფინალში მონაწილე 4 კონკურსანტი პროგრესის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სკოლებს წარმოადგენდნენ. ისინი ინტელექტუალური თამაშის პირველი ეტაპის გამარჯვებულები იყვნენ.
პროგრესის ქსელში (ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში) აქტიურად ფუნქციონირებს ისეთი ინტელექტუალური თამაშების კლუბები, როგორიცაა რა? სად? როდის? ბრეინ რინგი, ჯეპარდი და ა.შ.
ამერიკული ინტელექტუალური თამაში “ჯეპარდი”, არაფორმალური განათლების სამსახურის ორგანიზებით წელს პირველად ჩატარდა. პროგრესელების ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენა მომავალ წელსაც დაიგეგმა.
#არაფორმალურიგანათლებისსამსახური
#ამერიკულიინტელექტუალურითამაშიჯეპარდი