გაეროს მოდელირებული კონფერენცია პროგრესში
ბათუმში, ქართულ-ამერიკულ აკადემია პროგრესში გაეროს მოდელირებული კონფერენცია ჩატარდა თემაზე “კლიმატის ცვლილება და ენერგორესურსები”.
ორი დღის განმავლობაში, პროგრესის სამივე სკოლის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) მოსწავლეები საკომიტეტო სესიებში მუშაობდნენ. სესიების ბოლოს დელეგატებმა მოამზადეს რეზოლუციები, რომლის მიზანიც პრობლემის გადაჭრის გზების შემუშავება იყო.
კონფერენციის ფარგლებში, დაჯილდოვდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული დელეგატები:
პირველი კომიტეტი
საუკეთესო პოზიციის განაცხადი:
ანდრია წიქორიძე (ქუთაისი)
კესო აბულაძე (ქუთაისი)
განსაკუთრებული შექება:
გიორგი მამულაძე (ბათუმი)
ანა დირშკუტე (თბილისი)
საუკეთესო დელეგატი:
ლუკა დირშკუს (თბილისი)
ანრი ცეცხლაძე (ბათუმი)
მეორე კომიტეტი:
საუკეთესო პოზიციის განაცხადი:
კესარია ფეიქრიშვილი (თბილისი)
საბა მამულაძე (ბათუმი)
განსაკუთრებული შექება
სალომე ფრუიძე (ქუთაისი)
ანამარია ბერიძე (ბათუმი)
საუკეთესო დელეგატი
ლუკა ჟამუტაშვილი (თბილისი)
არჩილ ლომაშვილი (ქუთაისი)
კონფერენციაზე რომის გაეროს მოდელირებულ კონფერენციაში მონაწილე პროგრესელებიც დაჯილდოვდნენ. მათ სერტიფიკატები გადაეცა.
კონფერენცია ინოვაციური და არაფორმალური განათლების სამსახურის ორგანიზებით, „გაეროს ასოციაცია საქართველოს“-თან და “გაეროს სწავლების პროგრამასთან”თანამშრომლობით ჩატარდა.
შეგახსენებთ, პროგრესის სამივე ფილიალში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ფუნქციონირებს გაეროს სწავლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფუძნდა კლუბები.
კლუბის წევრობა მოსწავლეს უპირატესობას ანიჭებს მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.