ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესში წლის შემაჯამებელი აქტივობა ჩატარდა კითხვის კლუბში პატარებთან!
📚 3-2-1 კითხვის სტრატეგია - ეს აქტივობა საშუალებას აძლევს მასწავლებელს დარწმუნდეს, გაიგო და გაიაზრა თუ არა მოსწავლემ წაკითხული წიგნი.
🚀 აქტივობის აღწერა:
✨ მასწავლებელი დაფაზე წერს წიგნის სათაურს და სთხოვს მოსწავლეებს ისაუბრონ, რა იციან ამ წიგნის შესახებ,რასაც იქვე ჩამოწერს მოსწავლეების კარნახით.
✨ მოსწავლეები კითხულობენ წიგნს ამუშავებენ მას ლექსიკურად და შინაარსობრივად.
✨ ამის შემდეგ მასწავლებელი წერს დაფაზე „ 3 რამ, რაც აღმოვაჩინე „ და ავალებს მოსწავლეებს, ჯერ ფანქრით გახაზონ და შემდეგ რვეულში ამოიწერონ.
✨ ამის შემდეგ მასწავლებელი დაფაზე წერს სათაურს „ 2 რამ, რითაც დავინტერესდი“ იგივე პროცედურა მეორდება.
✨ ბოლოს, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაფიქრდნენ, რა კითხვა დარჩათ მოცემულ წიგნთან დაკავშირებით.
📚 მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ აქტივობა და მათთვის საკმაოდ პრაქტიკული აღმოჩნდა.
👩🏫 ხელმძღვანელი: ინა გოგინაშვილი