არაფორმალური განათლება
პროგრესში არაფორმალური განათლების ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბება 2016 წელს, სამოქალაქო განათლების კლუბის დაფუძნებით დაიწყო. მოსწავლეთა საჭიროებებისა და სურვილების კვლევის გათვალისწინების საფუძველზე, ყოველწლიურად ინერგება ახალი საგნობრივი თუ საკლუბო პროგრამები.
სკოლა, როგორც წარმატებული საგანმანათლებლო ბიზნეს ორგანიზაცია, მოსწავლეებში პირველი კლასიდანვე უწყობს ხელს პროგრამირების, რობოტიკის, ბიზნესის, STEM-ისა და მეწარმეობის უნარ-ჩვებების განვითარებას. პროგრამები მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკული სწავლების კურსებს. მოსწავლეები, მეცნიერების გამოყენებით, ქმნიან რეალური პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებულ პროექტებს, პროგრამებსა და პროდუქტებს. ეცნობიან სხვადასხვა ბიზნეს დაწესებულების მუშაობას, მონაწილეობენ კონკურსებში, აწყობენ საკუთარი სამეწარმეო პროდუქტის გამოფენა-გაყიდვას.
პროგრესში არაფორმალური განათლება საგაკვეთილო პროცესის კომპონენტია. თეორიულთან ერთად, მოსწავლე იძენს პრაქტიკულ გამოცდილებას, მას ინტერესებისა და შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის საშუალება ეძლევა, ეხმარება მომავლის დაგეგმვაში, მიზნების დასახვასა და წინსვლაში, განვითარებაში. ამასთან ერთად, მოზარდს უვითარებს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მას ოჯახის, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.