საზაფხულო სკოლა
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ყოველ წელს აცხადებს მოსწავლეების მიღებას ამერიკულ საზაფხულო სკოლაში, სადაც სწავლება ინტენსიური ინგლისური სასწავლო პროგრამით ხორციელდება.
მოზარდები როგორც სასკოლო, ასევე არაფორმალურ გარემოში ფიზიკურ, ინტელექტუალურ, სააზროვნო და შემოქმედებით უნარებს გაიუმჯობესებენ და რაც მთავარია, მომავლის პროფესიებს გაეცნობიან.
ასაკი: 7 – 15 წელი
პერიოდი: 24 ივნისი - 2 აგვისტო
ხანგრძლივობა: 6 კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე.
შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი რაოდენობის კვირა, სურვილისამებრ.
ლოკაცია: თბილისი
საზაფხულო სკოლაში სწავლა ინგლისურ ენაზე განხორციელდება. მოსწავლეებს დონის დასადგენად ტესტირება ჩაუტარდებათ.
პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- STEM (მეცნიერება, ტექნიკა, ინჟინერია და მათემატიკა);
- არქეოლოგია და პრაქტიკული ექსპერიმენტები;
- სახალისო მეცნიერებები;
- პროგრამირების შესავალი;
- როგორ დავისახოთ მიზანი/ვორქშოპი;
- დროის მართვა და ორგანიზების უნარები;
- ფინანსური განათლება;
- საჯარო გამოსვლის ხელოვნება;
- ბიზნესს გეგმების მარათონი;
- შემოქმედებითი წერა;
- საუბრის ხელოვნება;
- სთორითელინგ ვორქშოპი;
- წიგნის კლუბი;
- დრამის კლუბი;
- მსოფლიო კულტურის გაცნობა;
- საერთაშორისო სამზარეულო აქტივობები;
- მოწვეული სპიკერი;
- კულტურა და ხელნაკეთობები;
- საერთაშორისო ფესტივალი;
- ციფრული სამყაროს გაცნობა (სიახლეები, ინფორმაციული სიზუსტეები);
- მედიაწიგნიერება;
- სპორტული აქტივობები;
- ექსკურსიები.
მოსწავლეები სკოლის მაღალტექნოლოგიური STEM ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, IT ტექნოლოგიური კაბინეტით, სკოლაში არსებული ყველა შესაძლებლობით ისარგებლებენ.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობები ინტერაქტიული სწავლების მეთოდებზეა დაფუძნებული.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის სერტიფიკატები გადაეცემა