ნინა ჩიკვაშვილი პროგრესის ამერიკული საერთაშორისო სკოლების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
📣 პროგრესის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნინა ჩიკვაშვილი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ამერიკის სავაჭრო პალატისა და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
🤝 ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი ამერიკის სავაჭრო პალატის საპატიო წევრია.
🗣️ “ჩვენი გუნდისთვის ამერიკის სავაჭრო პალატის კორპორატიული წევრობა კარგი შესაძლებლობაა ახალი გამოცდილების მისაღებად და უკვე დაგროვებული გამოცდილების გასაზიარებლად, მათ შორის ქართულ ბაზარზე განათლების თანამედროვე სტანდარტების კიდევ უფრო ეფექტურად დანერგვისთვის...” აღნიშნა სკოლა პროგრესის დამფუძნებელმა, ნინა ჩიკვაშვილმა.
🇺🇸 აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ხელს უწყობს წევრების საერთო ეკონომიკურ ინტერესებსა და ქართულ-ამერიკული ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას.