ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები
1. დაწყებითი საფეხურის მისია
დაწყებითი საფეხურის მისიაა:
- საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
- საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;
- სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.
დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანები
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
- ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.
2. საბაზო საფეხურის მისია
საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.
საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანები
- დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში;
- შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.
3. საშუალო საფეხურის მისია
- საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;
- მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.
საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანები
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;
- დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);
- მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.
სასწავლო პროცესის აღწერა
გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა, სკოლაში არის დამატებითი ფაკულტატური მომსახურეობის ფართო არჩევანი.
- მათემატიკა ინგლისურ ენაზე
- მეცნიერება ინგლისურ ენაზე
- ეკონომიკა
- კემბრიჯის კურსი
- ინგლისური (ELA)
- ბიზნეს უნარები
- მეწარმეობის საფუძვლები
კლუბები და წრეები
- თვითმართველობის კლუბი
- ბიზნესგანათლების კლუბი
- დებატ კლუბი
- გაეროს მოდელირება
- ინგლისური კითვის კლუბი
- STEMკლუბი
- სამაგიდო თამაშების კლუბი
- ფსიქოლოგის კლუბი
- სკოლის გაზეთის კლუბი
- პროგრამირებისა და დიზაინის კლუბი
- ცეკვის წრე
- თექის წრე
- რობოტიკის წრე
საერთაშორისო სასწავლო პროგრამა K12
პროგრესის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამა მოსწავლეებს სთავაზობს ამერიკულ განათლებას თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. პროგრამის კურსდამთავრებულები იღებენ ორმაგ დიპლომს, როგორც ქართულ ატესტატს, ასევე, ამერიკულ დიპლომს.
ამერიკული პროგრამა მოიცავს:
AP პროგრამა (Advanced Placement)
AP პროგრამის დახმარებით მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ წინასწარ შეისწავლონ საუნივერსიტეტო საგნები და დააგროვონ კრედიტები. კურსები პროგრესის მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ აკადემიურ გამოცდილებას, რომელიც სცდება სტანდარტულ სასკოლო გამოწვევებს. AP კურსების დიზაინი არის მორგებული საუნივერსიტეტო სირთულის დონეს, შესაბამისად, მოსწავლეები ადრეული ასაკიდან უკვე მუშაობენ საკმაოდ უნიკალურ, რთულ, მაგრამ ამავდროულად მაღალი ხარისხის მასალებთან.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმები
ყოველი მოსწავლე უნიკალურია, შესაბამისად, პროგრესის საგანმანათლებლო მიდგომა ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის საჭიროებებსა და ძლიერ მხარეებს. იქნება ეს დიფერენცირებული სწავლებითა თუ ინდივიდუალური მხარდაჭერით, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ მოსწავლემ მიიღოს ისეთ ყურადღება, რომელსაც საჭიროა მისი აკადემიური და პიროვნული განვითარებისთვის.
SAT,IELTS,TOEFL,Cambridge Exams მოსამზადებელი პროგრამა
პროგრესში საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მომზადება სასწავლო კურიკულუმშია ჩაშენებული. ჩვენ ვამზადებთ სტუდენტებს ისეთი უნარ-ჩვევებითა და სტრატეგიებით, რომლებიც საჭიროა აღნიშნული (SAT, IELTS, TOEFL, Cambridge Exams) გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად.
College Counselling
პროგრესული სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი მოსწავლის უნივერსიტეტისთვის მომზადება და ამ პროცესში მხარდაჭერაა. ევროპისა თუ ამერიკის მოწინავე უნივერსიტეტებში ჩაბარებისა და დაფინანსების მოპოვებისთვის ერთი მხრივ აუცილებელია არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ფლობა, მეორე მხრივ კი - დროული და სისტემური მომზადება. ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის საუნივერსიტეტო ორიენტაციის პროგრამის მეშვეობით, პროგრესელი მოსწავლეებისთვის ბევრად უფრო ეფექტური ხდება უნივერსიტეტებისთვის მზადების პროცესი.პროგრესის საუნივერსიტეტო მრჩეველი თითოეულ მოსწავლეს მათ მიზნებზე მორგებულ, ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და მუდმივ კონსულტაციებს სთავაზობს. საუნივერსიტეტო მრჩეველი მათ ეხმარება, სათანადოდ განსაზღვრონ, რომელი გამოცდების (SAT, IELTS, TOEFL თუ სხვა) ჩაბარება იქნება საჭირო დასახული მიზნების მისაღწევად. მოსწავლეებს აცნობს ინფორმაციასა უნივერსიტეტებისა და პროგრამების შესახებ. ასევე, სთავაზობს მხარდაჭერას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროგრესის საუნივერსიტეტო მრჩეველი მოსწავლეებს აპლიკაციის თითოეულ ეტაპზე უწევს კონსულტაციას - საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სამოტივაციო წერილის შედგენა, რეზუმეს შედგენა, ინტერვიუებისთვის მომზადება და ა.შ.
გაცვლითი პროგრამები და გლობალური ინიციატივები
პროგრესში მოსწავლეები ხდებიან გლობალური მოქალაქეები. ჩვენი პროექტების საშუალებით, სტუდენტებს აქვთ შანსი, დაიწყონ მოგზაურობა, გაიცნონ ახალი კულტურა, ენები და ტრადიციები, ჩაერთნონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში და დააგროვონ მრავალფეროვანი გამოცდილებები.
პროგრესის სკოლები მოსწავლეებს აძლევს ისეთ უნარებსა და კომპეტენციებს, რომლებიც საფუძველს უყრის მათ წარმატებულ და შემეცნებით მომავალს. მოსწავლე რომელიც პროგრესში იღებს საშუალო განათლებას, პირველ რიგში არის პროგრესის, როგორც ცხოვრების მთავარი ღირებულების მატარებელი.