„HR ბიზნეს სამიტი 2023“-ს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი დაესწრო
HR hub-ის მიერ ბიოლში ორგანიზებულ „HR ბიზნეს სამიტი 2023“-ზე ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი იყო წარმოდგენილი.
სამიტს პროგრესის სკოლების დამფუძნებელი და ბრენდის ავტორი, ნინო ჩიკვაშვილი, თანადამფუძნებელი რუსუდან ბოლქვაძე, თბილისის ფილიალის ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების (OD) სამსახურის უფროსი, მარიამ ბარბაქაძე და ქუთაისისა და ბათუმის ფილიალის ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსი, თიესა მორჩაძე დაესწრნენ.
სკოლა პროგრესს წარმოდგენილი ჰქონდა სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს სკოლის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასწავლო გეგმის, სწავლების მეთოდოლოგიების, არაფორმალური განათლების, კლასგარეშე აქტივობებისა და საგანმანათლებლო გარემოს შესახებ. ადგილზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად საინფორმაციო ბროშურები და სხვადასხვა ბეჭდური მასალა გადაეცათ.
HR hub-ის წევრებს, რომლებსაც ჰყავთ შვილი სკოლაში ან დაგეგმილი აქვთ სკოლის შერჩევა გადაეცათ 5%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, როგორც ქართულ, ასევე, ამერიკულ პროგრამაზე სამივე ფილიალში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
წელს ბიზნეს სამიტის მთავარი თემა გუნდურობა იყო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია, თუ რა შეუძლია გუნდურ სულისკვეთებას, რა სჭირდება სწორი გუნდის ფორმირებას და როგორ აისახება ეს ყველაფერი კომპანიის შედეგებზე. სწორედ ამ თემების გარშემო დაიგეგმა სპიკერების გამოსვლები და სხვადასხვა აქტივობები.
HR hub-ი ინოვაციური, საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ჰაბია HR სფეროში, სადაც მსოფლიო HR სიახლეების გაცნობა ხდება. პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, რომელიც მათ ახალ შესაძლებლობებს, ცოდნასა და კონტაქტებს სძენს.