სკოლა პროგრესის მოსწავლემ, ქეთევან ფუტკარაძემ პროგრესის სკოლების დამფუძნებელს, ნინა ჩიკვაშვილსა და ამერიკის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს კომიქსები მიუძღვნა
„ცნობილი ებრაელი პიროვნება ჩემი ქვეყნიდან“ და “კელი დეგნანის მოგზაურობა საქართველოში” - პროგრესის მოსწავლემ, ქეთევან ფუტკარაძემ ინოვაციური და შემოქმედებითი კომიქსები პროგრესის სკოლების დამფუძნებელს, ნინა ჩიკვაშვილსა და ამერიკის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიუძღვნა.
შემოქმედებითი გრაფიკული ნამუშევარი სახელწოდებით “Kelly C. Degnan’s Journey In Georgia” აღწერს ელჩის მოღვაწეობას საქართველოში. კომიქსების ავტორმა კელი დეგნანს ჩვენს ქვეყანასა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.
“Nino, Women of Progress” კომიქსში კი აღწერილია ნინო ჩიკვაშვილის განვლილი გზა პროგრესის დაფუძნებიდან დღემდე.
“ცნობილი ებრაელი ჩემი ქვეყნიდან” პირველი პროექტია, რომელმაც საშუალება მომცა გრაფიკული დიზაინის დახმარებით იდეა ფოტოკოლაჟებად გადამექცია.
მსგავსი კომიქსების შექმნის გამოცდილება არ მქონდა, ამიტომ წარმოვიდგენდი, ხელით ვასრულებდი და შემდეგ გრაფიკული დიზაინის მეშვეობით ვქმნიდი. პროცესი არ არის მარტივი, საკმაოდ შრომატევადია, ინოვაციური და შემოქმედებითი ნოველების საბოლოო შედეგი კი ძალიან სასიამოვნო” - ქეთევან ფუტკარაძე.