ამერიკელი პედაგოგები პროგრესში ქართულ ენას შეისწავლიან
11 ამერიკელი პედაგოგი პროგრესის სკოლის ქუთაისის ფილიალში სასწავლო ვიზიტით იმყოფება. ქართული ენის სწავლაში მათ პროგრესის ინგლისური ენის მასწავლებლები, იზაბელა ეჯიბია და ემზარ ნიკოლაძე ეხმარებიან.
მასწავლებლები აქტიურად იყენებენ სხვადასხვა აქტივობას, რესურსსა და ტექნიკას, რათა სწავლების პროცესი შემეცნებითთან ერთად მარტივი და სახალისო იყოს.
ქართული ენის შემსწავლელი კურსი 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი პედაგოგები ბათუმის პროგრესის ახალ კამპუსს ესტუმრნენ. სტუმრებმა ამერიკული სტანდარტების შესაბამისი აკადემია დაათვალიერეს და ადგილობრივ მასწავლებლებს შეხვდნენ. ქართველ კოლეგებთან ერთად საკუთარ გამოცდილებაზე, ასევე, ამერიკული და ქართული განათლების სისტემაზე ისაუბრეს.
პროექტი "Fulbright-Hays Group Project Abroad - Modern Georgia: Politics, Economy, Culture” ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ხელმძღვანელი ინოვაციური და არაფორმალური განათლების სამსახურის უფროსი, მაკა კაჭკაჭიშვილია