პროგრესელებმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურში გაიმარჯვეს!
ჩვენი მოსწავლე, დავით რუსია იმ გუნდის წევრია, რომლის მიერ წარდგენილი პროექტი ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული გახდა.
ჩვენი წარმატებული მოსწავლე აშშ-ში გაემგზავრება და ნასას კოსმოსური ცენტრის ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.
მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორებს შორის იყო ჩვენი უნიჭიერესი მართა თოდუა, რომელიც შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს ეწვევა.
პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრები თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და სენაკის სკოლის მოსწავლეები არიან. მათ შექმნა მაღალ-ტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი, რომელიც მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. გამარჯვებული გუნდის წევრები, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან.
მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა – „Optical Visionaries”, რომელიც შედგება თბილისის და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისგან, შექმნა რობოტი ოფთალმოლოგი. მოწყობილობა მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრიის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას. გუნდის წევრებს „ლიბერთი ბანკი“ სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში, გაუშვებს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ახორციელებს.