დიპლომატიური ვიზიტის ფარგლებში 15 პროგრესელი NATO-ს შტაბ-ბინას სტუმრობდა
დიპლომატიური ვიზიტის ფარგლებში 15 პროგრესელი NATO-ს შტაბ-ბინას სტუმრობდა. სპეციალურად ჩვენი მოსწავლეებისთვის წინასწარ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში, პროგრესელები შეხვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და გაცვალეს მოსაზრებები მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე.
მოსწავლეები 1 კვირის მანძილზე ყოველდღიურად სტუმრობდნენ ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, როგორებიცაა: ევროპის პარლამენტი, ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია; ნატო-ს შტაბ-ბინა; ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური; ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ჰააგა); ევროპის რეგიონთა კომიტეტი.
მსგავსი პროექტები ხორციელდება სკოლა პროგრესის ინოვაციური და არაფორმალური განათლების სამსახურის მიერ, რომელსაც სამივე სკოლაში ხელმძღვანელობს მაკა კაჭკაჭიშვილი. ასეთი პროექტების მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კრეატიულობისა და კრეატიული აზროვნების გამყარებას და შექმნას ისეთი სასწავლო გამოცდილება, რომელიც სასკოლო ოთახის ფარგლებს ცდება.