2024-07-18
პროგრესი ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2009 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა რომელიც აერთიანებს 130-მდე ბიზნეს ჯგუფს და 1200-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას.
ორგანიზაციის მთავარი დანიშნულებაა წევრი კომპანიების ლეგიტიმური და ობიექტური ბიზნესინტერესების წარდგენა და დაცვა ხელისუფლებასთან.
დაარსებიდან დღემდე საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წარმატებით ასრულებს ამ დანიშნულებას. თითოეული წევრი კომპანია ასოციაციის თანამფლობელია და მონაწილეობს მის ცხოვრებაში. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავს იყრის სხვადასხვა სექტორში თუ ზოგადად ბიზნესში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა.