2025-05-21
გერმანული გამოცდილება პროგრესის სკოლაში!
პროგრესის სკოლას ეწვია ერფურტის ხელოსანთა პალატა (Handwerkskammer Erfurt) და მოსწავლეებისთვისა და დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია დუალური პროფესიული განათლების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს ჩვენს მოსწავლეებს.
ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს:
- საკონსულტაციო ცენტრის შექმნას საქართველოში.
- პროფესიული განათლებით დაინტერესებული ახალგაზრდების მომზადებას.
- რეალურ პროფესიებზე განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზებას ტიურინგენში.