ოსწავლეთა თვითმართველობა
მოსწავლეთა თვითმმართველობა სასწავლო წლის დასაწყისში ახალი შემადგენლობით კომპლექტდება. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ფარული კენჭისყრით, თვითმმართველობის ახალ წევრებს ირჩევენ. 1 წლის ვადით წევრები არჩევანს აკეთებენ პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და მდივნის კანდიდატების პოზიციაზე.
პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და მდივანი თვითმმართველობის წევრებთან ერთად შემუშავებული სტრატეგიული გეგმის მიხედვით ახორციელებენ აქტივობებს, აორგანიზებენ ღონისძიებებსა და მუდმივად ჩართულნი არიან ფორმალური და არაფორმალური მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნის პროცესში.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.