პროგრესული პრიორიტეტები
"პროგრესის" საგანმანათლებლო ფილოსოფია ემყარება ხარისხიან, თანამედროვე და ინოვაციურ მიდგომებს. სკოლის ძირითადი პრიორიტეტებია:
- საერთაშორისო აკრედიტებული სასწავლო პროგრამა (AP Advanced Placement) რომელიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებელი უპირატესობაა. AP გამოცდებში მაღალი ქულები საშუალებას აძლევს სტუდენტებს, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას წინასწარ ჩაეთვალოთ კონკრეტული სემესტრის საგნები, რაც დროსა და ფინანსებს ზოგავს. AP პროგრამა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით და ზრდის როგორც პრესტიჟული უნივერსიტეტებში ჩარიცხვის, ასევე სტიპენდიებისა და გაცვლითი პროგრამების მოპოვების შესაძლებლობას.
- პერსონალური საუნივერსიტეტო მრჩეველი – ინდივიდუალური მხარდაჭერა უნივერსიტეტებისა და კარიერული მიმართულებების შერჩევაში;
- გლობალური აპლიკაციის პლატფორმები – Common App, MaiaLearning და UCAS, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიურ და კარიერულ განვითარებას;
- Coursera-ს ექსკლუზიური პარტნიორი სკოლა რეგიონში – წვდომა მსოფლიო წამყვანი უნივერსიტეტების ონლაინ კურსებზე (Harvard, MIT, Yale, Preston და 1000 მდე სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტთან);
- ფსიქომეტრიული და საორიენტაციო ტესტირება – მოსწავლისთვის ოპტიმალური სასწავლო და კარიერული მიმართულების განსაზღვრა;
- საერთაშორისო აღიარებული დიპლომი – "პროგრესის" კურსდამთავრებულები იღებენ დიპლომს, რომელიც აღიარებულია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში;
- არაფორმალური განათლება – შემოქმედებითი და სამეცნიერო კლუბები, სპორტული აქტივობები და გაცვლითი პროგრამები;
- კვალიფიციური პედაგოგიური გუნდი – საერთაშორისოდ სერთიფიცირებული უცხოელი და ადგილობრივი მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეთა აკადემიურ და პიროვნულ ზრდაზე ზრუნავენ;
- მოსამზადებელი კურსები – აბიტურიენტებისთვის როგორც საერთაშორისო AP პროგრამის საგნები, ისე ეროვნული გამოცდებისთვის;
- საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები - წლის განმავლობაში 10 ზე მეტი საგანმანათლებლო და საკვალიფიკაციო გაცვლითი პროგრამა თუ ბანაკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკა, გერმანია, ინგლისი, ბელგია და სხვა
- ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარების ცენტრები / Progress STEAM Academy– სამეცნიერო ლაბორატორიები, ინოვაციური პროექტები და ტექნოლოგიური ჰაბები,
- SAT - ტესტირება/გამოცდის ლიცენზირებული წარმომადგენელი საქართველოში;
- IELTS, TOEFL and Cambridge - ტესტირება/გამოცდის ლიცენზირებული წარმომადგენელი საქართველოში;
- Goethe / Fit in Deutsch - ტესტირება/გამოცდის ლიცენზირებული წარმომადგენელი საქართველოში;
- სპორტული და შემეცნებითი - საერთაშორისო აღიარების კლუბები და წრეები;