გაეროს მოდელირების კლუბი
გაეროს მოდელირებული კლუბები აქტიურად ფუნქციონირებს პროგრესის სამივე სკოლაში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კვირაში ერთხელ მოსწავლეები (მე-7-დან მე-12 კლასების ჩათვლით) იკრიბებიან და ყველა იმ აქტუალურ საკითხს განიხილავენ, რაც საერთაშორისო პოლიტიკას, დიპლომატიასა და გლობალური საკითხების გადაწყვეტას ეხება.
კლუბი მოსწავლეს საშუალებას აძლევს გამოცდილება მიიღოს საერთაშორისო ურთიერთობებში, რაც ეხმარება გაეროს სტრუქტურისა და მუშაობის პრინციპების უკეთ გააზრებაში.
კლუბის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ:
- დიპლომატიურ ურთიერთობებსა და მოლაპარაკებებს;
- გლობალური პრობლემების გადაჭრის გზებს;
- გაეროს კომიტეტების სამუშაო პროცედურებს;
- ქვეყნების წარმომადგენლობასა და მათი პოზიციების დაცვას;
- რეზოლუციების შედგენასა და მიღებას;
- სტრატეგიული აზროვნებისა და მოლაპარაკების უნარებს;
- საერთაშორისო სამართლის საფუძვლებს;
- სიტყვით გამოსვლასა და არგუმენტირებულ მსჯელობას;
- კვლევითი საქმიანობის წარმოებასა და ანალიტიკურ უნარებს;
- გლობალური პოლიტიკის საკითხების ღრმა ანალიზს.
კლუბის მიზანია მონაწილეებმა გაეროს პროცესების სიმულაციით, დებატებით, როლური თამაშებითა და საერთაშორისო საკითხების განხილვით ისწავლონ:
- საერთაშორისო დიპლომატიის საფუძვლები;
- საზოგადოებრივი ურთიერთობები;
- სტრატეგიული კომუნიკაცია;
- გლობალური პრობლემების გადაჭრის გზები;
- საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის საფუძვლები.
კლუბის მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები:
- მიიღებენ მონაწილეობას გაეროს მოდელირებულ კონფერენციებში;
- იმსჯელებენ გლობალური პრობლემების გადაჭრის გზებზე;
- ჩაატარებენ კვლევებსა და ანალიზს სხვადასხვა ქვეყნების პოზიციების გათვალისწინებით.
კლუბის წევრებს აქვთ ექსკლუზიური უფლება მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს მასშტაბით (ევროპა, აზია, ამერიკა) დაგეგმილ გაეროს მოდელირებულ კონფერენციებში.