პიროვნული განვითარების კლუბი
ემოციური კეთილდღეობისა და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
პიროვნული განვითარების კლუბი დისკუსიებითა და პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით, მოსწავლეებს აცნობს ემოციურ ინტელექტს, ეხმარება სტრესის მართვაში თვითრეფლექსიაში, საკუთარი თავის ავთენტურად გამოხატვასა და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
მთავარი აქტივობები:
- ჯგუფური აქტივობები ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.
- ემოციური ინტელექტის ამაღლება.
- სტრესის კონტროლის სწავლა.
კლუბის მიზანია, რომ მონაწილეებმა ჯგუფური შეხვედრებითა და დისკუსიების მეშვეობით, განავითარონ თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის მიმართ ნდობა, მართონ საკუთარი ემოციები, ისწავლონ სტრესის რეგულაცია, რათა ეფექტურად მართონ სტრესული სიტუაციები ცხოვრებაში და ისწავლონ სწორი კომუნიკაცია.
კლუბში გაწევრიანება საკუთარი და სხვა ადამიანებით დაინტერესებულ ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია.