კულტურული და საგანმანათლებლო ტური ჩინეთში 2026
პროგრესის ამერიკული სკოლები იწყებს მოსწავლეთა და მასწავლებელთა რეგისტრაციას საერთაშორისო პროექტში „კულტურული და საგანმანათლებლო ტური ჩინეთში“.
თარიღი: 24 მარტი – 3 აპრილი
მინიმალური ასაკი: 13 წელი
ტური ჩინეთის მრავალსაუკუნოვან ცივილიზაციასა და თანამედროვე მეგაპოლისების დინამიკას აერთიანებს. პროგრამა საგანმანათლებლო აქტივობებს, კულტურულ ინტეგრაციასა და პრაქტიკულ გამოცდილებას მოიცავს. მონაწილეები ჩინეთის ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის სპეციფიკას გაეცნობიან და პროგრამის დასრულების შემდეგ შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.
სამოგზაურო მარშრუტი
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ სამ ქალაქს:
- • პეკინი
- • დეჟოუ
- • შანხაი
თითოეულ ქალაქში მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნობიან ისტორიულ, კულტურულ და თანამედროვე თავისებურებებს.
პეკინი (დღე 1–3) იმპერიული დიდება და ეროვნული სიმბოლოები
მონაწილეები მოინახულებენ:
- ჩინეთის დიდი კედელი - ჩინეთის სიმბოლო და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა
- ზაფხულის სასახლე - საიმპერატორო ბაღები და კუნმინის ტბის პანორამები
- აკრძალული ქალაქი - მინგისა და ცინის დინასტიების ყოფილი სასახლე
- Temple of Heaven - რელიგიური და კულტურული ცენტრი
ასევე დაგეგმილია:
- პეკინის ოლიმპიური ობიექტების ღამის დათვალიერება
- თავისუფალი დრო თანამედროვე უბნებში
- ჩრდილოეთ ჩინური ტრადიციული სამზარეულოს გაცნობა
დეჟოუ (დღე 4–7) განათლება, კულტურა და შემოქმედება
აკადემიური პროგრამა
ვიზიტი დეჟოუს უნივერსიტეტი:
- კამპუსის ტური
- მუზეუმები და ლაბორატორიები
- სტუდენტური გაცვლითი პროგრამები და კულტურული დიალოგი
პრაქტიკული ვორქშოფები
- ტექსტილის შეღებვა ბუნებრივი საღებავებით (Tie-Dye)
- ჩინური კალიგრაფია
- ქაღალდის ჭრა და ტრადიციული ფერწერა
ტრადიცია და ხელოვნება
- Kung Fu-ს მასტერკლასი და ჯგუფური წარმოდგენა
- ჩინური ხალხური მუსიკა (Guzheng, Xun, პეკინის ოპერა)
ვიზიტი საჯარო სკოლაში
- თანატოლებთან შეხვედრა
- კულტურული წარმოდგენები
- საერთო სადილი
განტვირთვა
ვიზიტი Wuqiao Acrobatic World — აკრობატიკისა და ცირკის შოუები.
შანხაი (დღე 8–10) თანამედროვე მეტროპოლისი და დინამიკა
მონაწილეები მოინახულებენ:
- ნანძინის ქუჩა - ქალაქის მთავარი სავაჭრო არტერია
- The Bund - ისტორიული სანაპირო ზოლი
- ღამის კრუიზი ჰუანგპუს მდინარეზე
- შანხაის დისნეილენდი
- შანხაის ველური ცხოველების პარკი
დამატებით:
- Yu Garden
- ჯინგ-ანის ტაძარი
- შანხაის ტრადიციული კერძების დაგემოვნება (Xiaolongbao)
პროგრამის ღირებულებაში შედის
- ორმხრივი ავიაბილეთები
- აეროპორტში დახვედრა და გაცილება
- სასტუმროებში ცხოვრება საუზმით
- ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით
- ინგლისურენოვანი გიდი
- ყველა აქტივობა და შესასვლელი ბილეთი
- სადილისა და ვახშმების უმეტესობა
ღირებულება და რეგისტრაცია
პროგრამის ღირებულება: 2900 აშშ დოლარი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 მარტი
