2025-05-19
პროგრესს დათო ტურაშვილი ესტუმრა!
როგრესმა ნიუ-იორკის James Madison High School-თან ერთად წარმატებით დაასრულა საერთაშორისო ლიტერატურული პროექტი, რომლის ფარგლებში ქართველი და ამერიკელი მოსწავლეები ერთობლივად განიხილავდნენ ორ გამორჩეულ ნაწარმოებს:
სკოტ ფიცჯერალდის „დიდებული გეტსბი“
დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“
პროექტის დასასრულის აღსანიშნავად, პროგრესს ესტუმრა გამოჩენილი ქართველი მწერალი, დათო ტურაშვილი. მოსწავლეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, შეხვედროდნენ ავტორს პირისპირ, გულწრფელად დაესვათ შეკითხვები და კიდევ უფრო ღრმად გაეაზრებინათ წიგნში წამოჭრილი მნიშვნელოვანი თემები.
ჩვენ გვჯერა რომ, ასეთი შესაძლებლობები ახალგაზრდებს უღვივებს ინტერესს ლიტერატურისადმი და ეხმარება მისი მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში!