2025-04-30
პროგრესის სტუმარი - ფინანსისტი ლაშა კობერიძე!
პროგრესის სკოლის ინოვაციური და არაფორმალური განათლების სამსახურის მორიგი ინიციატივით, სკოლას ეწვია ფინანსისტი ლაშა კობერიძე.
შეხვედრის მთავარი თემა იყო პროფესიული ორიენტაცია ფინანსურ და ეკონომიკურ სფეროში: როგორ უნდა დასახო მიზანი და რა გზა უნდა გაიარო, რომ გახდე წარმატებული ამ სფეროში?
ლაშამ ისაუბრა საქართველოს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილებაზე, ასევე მოსწავლეებს გაუზიარა საერთაშორისო ფინანსურ სფეროში მიღებული გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები.
ასეთი შეხვედრები გვახსენებს, რომ დიდი მომავალი იწყება სკოლიდან — და საუკეთესო დროა, ახლა გადავდგათ პირველი ნაბიჯები!