2025-04-28
პროგრესელების გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში!
ჩვენი მოსწავლეები ესტუმრნენ ახალ ზოოპარკს, დააკვირდნენ სხვადასხვა ცხოველს, გაეცნენ მათ საცხოვრებელ გარემოსა და ცხოვრების წესს. ბავშვებმა ასევე ძაღლების თავშესაფარში მიიტანეს საკვები და ოთხფეხა მეგობრების მიმართ სითბო და მზრუნველობა გამოხატეს!
ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი გამოცდილებები ბავშვებში ავითარებს სიყვარულს ბუნებისა და ცხოველების მიმართ, აძლიერებს პასუხისმგებლობის გრძნობას და ასწავლის მათ ზრუნვას!