ნინა ჩიკვაშვილი HR კონგრეს 2025-ზე წარსდგება
გლობალური სტანდარტების სცენაზე
მოხარული ვარ, რომ 10 ოქტომბერს ვიქნები ერთ-ერთი სპიკერი საქართველოს ყველაზე მასშტაბურ HR კონგრესზე —
“HR & OD Standards: Global Performance Driver”, რომელიც მასპინძლობს HRPA Georgia.
10 ოქტომბერი | თბილისი
heraton Grand Tbilisi Metechi Palace
ეს იქნება დღე, როცა პროფესიონალები, ლიდერები და ინოვატორები ერთმანეთს შევხვდებით ერთ სივრცეში რათა ვიმსჯელოთ, როგორ აყალიბებს გლობალური სტანდარტები ადამიანურ რესურსებს, განათლებას და ორგანიზაციულ კულტურას მომავალისათვის.
როგორც პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი, ჩემთვის მნიშვნელოვანია გლობალური ხედვისა და ადგილობრივი გამოცდილების შეთავსება – სწორედ ეს ქმნის იმ უნიკალურ ნაზავს, რომელიც პროგრესს აჩენს.
კონგრესის ძირითადი მიმართულებები:
- ინდივიდუალური პროფესიული აღიარება და საერთაშორისო HR სერტიფიცირება
- გლობალური ორგანიზაციული აკრედიტაცია
- გლობალური HR & OD სტანდარტების გავლენა ორგანიზაციულ განვითარებაზე
HR კონგრესი არის სივრცე, სადაც ცოდნა, ხედვა და ინოვაცია ერთმანეთს ხვდება შესაძლებლობა ყველასთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება საერთაშორისო მასშტაბით.