პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ პირებს მოტივაციური გასაუბრებები ჩაუტარდებათ.
აპლიკანტებს, რომლებმაც უკვე გაიარეს რეგისტრაცია გასაუბრებები 3, 8 და 9 ოქტომბერს ჩაუტარდებათ.
პროფესიულის კომისიის წევრები 3 ოქტომბერს Front - end დეველოპმენტის (არაინტეგრირებული პროგრამა) პროგრამებზე რეგისტრირებულ პირებს შეხვდებიან. 8 და 9 ოქტომბერს კი მოტივაციური გასაუბრებები Front - end დეველოპმენტის ინტეგრირებულ პროგრამაზე რეგისტრირებულ პირებს ჩაუტარდებათ.
შერჩეული კანდიდატები პროგრესში სწავლას 25 ნოემბრიდან დაიწყებენ.
პროგრესის პროფესიული პროგრამები ქუთაისსა და ბათუმში ხორციელდება. დაინტერესებულ პირებს უფასოდ სწავლის შესაძლებლობა აქვთ.