პროგრესის გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსზე, Diamond Challenge-ზე საქართველოს წარადგენს!
Diamond Challenge-ის საქართველოს ფინალში პროგრესის სამი გუნდი გავიდა, რომელთაგან გუნდმა “Bees”-მა პირველი ადგილი მოიპოვა!
ეს გამარჯვება გუნდს აძლევს შესაძლებლობას, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავროს და მსოფლიო ნახევარფინალსა და ფინალში იასპარეზოს.
გაიცანით გამარჯვებული გუნდის წევრები:
- ლაზარე ჩაჩუა.
- ეთუნა ვეკუა.
- ლიზა აბაშიძე.
- კესო ფეიქრიშვილი.
გუნდმა გამარჯვება მოიპოვა პროექტით - Bee Venom Extraction Process Management and Control System, რომელიც ფოკუსირებულია ფუტკრის შხამის მოპოვების პროცესის ეფექტიან მართვასა და კონტროლზე და აერთიანებს ინოვაციასა და სოციალურ პასუხისმგებლობას.
მსოფლიო ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება 23-24 აპრილს, Limitless World Summit-ის ფარგლებში, დელავერის უნივერსიტეტში.
ეს წარმატება პროგრესის სამეწარმეო განათლების მიმართულების მნიშვნელოვანი შედეგია - სივრცის, სადაც იდეები რეალურ პროექტებად იქცევა და მოსწავლეები ცვლილებების ავტორებად ყალიბდებიან.
ჩვენ ვამაყობთ პროგრესელების წარმატებით და ვუსურვებთ მათ ღირსეულ გამოსვლას საერთაშორისო ასპარეზზე და კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას!
