პროგრესელი ანანო კვინიკაძე სწავლას აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებზე გააგრძელებს.
ანანო ამერიკის 4 წამყვან უნივერსიტეტში ჩაირიცხა და საერთაშორისო უნივერსიტეტებისგან ჯამში 1 440 000 $ დაფინანსება მოიპოვა.
Upenn - University of Pennsylvania (Ivy League) - Political Science – 320 000$
NewYork University - Political Science - (full financial aid) – 400 000 $
Boston University - Political Science – (full financial aid) – 400 000 $
New Haven University - Political Science – 320 000 $
„შტატებში სწავლა ბავშვობიდან ჩემი მიზანი იყო და ამ წლების განმავლობაში დაუღალავი შრომითა და მიზანდასახულობით შევძელი მისი რეალობად ქცევა. მიუხედავად სირთულეებისა, ყოველთვის ვიცოდი, რატომ ვაკეთებდი ყველაფერს და არასდროს გავჩერებულვარ. ამ გზაზე მივაღწიე მნიშვნელოვან წარმატებებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის გამოცდილება და გაკვეთილები, რაც მივიღე. დღეს მიხარია, რომ სხვებისთვის მოტივაცია ვარ და ვიცი , შეუძლებელი არაფერია, თუ გჯერა საკუთარი თავის. ყოველდღიურად ვხედავდი, როგორ ვუახლოვდებოდი ჩემს მიზანს - პატარა ნაბიჯებით, მაგრამ დიდი რწმენით. ეს პროცესი მასწავლიდა, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, წინსვლა ყოველთვის შესაძლებელია. და ყველას, ვინც ახლა ამ გზის დასაწყისში დგას, მინდა ვუთხრა: არ დაკარგოთ მოტივაცია, რადგან თითოეული პატარა ნაბიჯი საბოლოოდ მიგიყვანთ იქ, რაზეც ერთ დროს მხოლოდ ოცნება შეგეძლოთ!” - ანანო კვინიკაძე
