English Language Arts ვორქშოპები პროგრესში!
პროგრესში ისწავლება საგანი English Language Arts, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები მხატვრულ ნაწარმოებებს კითხულობენ ინგლისურ ენაზე და შემდგომ აკეთებენ მის ლიტერატურულ ანალიზს. ეს საგანი მოსწავლეებს ეხმარებათ ინგლისური ენის ფუნდამენტურ ათვისებაში.
პროგრესის მასწავლებლები რეგულარულად ესწრებიან პროფესიულ ვორქშოფებს იმისათვის, რომ მოსწავლეები მუდმივად ვითარდებოდნენ თანამედროვე სტანდარტებით.
ერთ-ერთი ვორქშოფი ჩაატარა ELA და AP ლიტერატურის მასწავლებელმა მაია კვირიტიძემ.
ვორქშოფის თემა იყო პოეზია და მისი სწავლების თანამედროვე მეთოდები. 📖
სესია მოიცავდა ინტერაქციულ დისკუსიებს პოეზიის მიზნისა და გავლენის შესახებ, პოეტური ელემენტების განხილვასა და მრავალფეროვან აქტივობებს. 📝
პროგრესში ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მასწავლებლები რეგულარულად ვითარდებიან პროფესიულად და დიდ როლს ასრულებენ პროგრესულად მოაზროვნე თაობის აღზრდაში!