2025-01-30
პროგრესელები გაეროს მოდელირებაში CAUMUN 25!
გაეროს მოდელირების კლუბის ინიციატივით, პროგრესელებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოდელირებაში CAUMUN 25.
მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და განავითარეს მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.
აღსანიშნავია ნიკოლოზ ბაღდასარიანის წარმატება, რომელმაც მოდელირებაში საუკეთესო პოზიციის ფურცლის სერტიფიკატი მიიღო!
პროგრესი ხელს უწყობს მოსწავლეების წინსვლასა და უწყვეტ განვითარებას!