პროგრესი - მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია.
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham) და მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC Georgia) უკვე რამდენიმე წელია პროგრამის ფარგლებში 4 წლიანი სწავლისა და განთავსების ხარჯებს ფარავს სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში.
ამ მნიშვნელოვანი საქმის თანამონაწილეა ბიზნეს სექტორი და მსხვილი კომპანიების სპონსორთა რიგებშია „პროგრესის” ამერიკული საერთაშორისო სკოლების ქსელიც. წელს საქართველოს მასშტაბით 61 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა 4 წლის განმავლობაში.
„პროგრესი” როგორც აქამდე, ახლაც მზადაა მუდმივად ჰქონდეს შესაბამისი უკუკავშირი სტუდენტებთან, რომ არა მხოლოდ სტუდენტობის პერიოდში, არამედ მას შემდეგაც გაუზიაროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს შემდგომ ეტაპებზე სტაჟირების პროგრამების გაზიარებასა და ახალი, ინოვაციური პროექტების ხელმისაწვდომობას.